„ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თიანეთის რაიონში მომღერალი გიორგი ჩიტაური იქნება. ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივნის, კახა ძაგანიას განცხადებით, გიორგი ჩიტაურს დუმბაძის სახელობის თეატრი ხელოვნურად უშლის ხელს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში.
„ვაფრთხილებთ ყველას, ხელოვნურად ვერ შეძლებენ იმ სიმპათიისა და სითბოს შეჩერებას, რომელიც ამომრჩეველს და თიანეთის რაიონის მაცხოვრებლებს ამ ახალგაზრდა მომღერლის წინაშე გააჩნიათ და რომელიც ამ ადამიანს მაჟორიტარად გახდომაში დაეხმარება", - აღნიშნა ძაგანიამ.
აქვე ძაგანია განმარტავს, რომ "ლეიბორისტული პარტია" გიორგი ჩიტაურის წინააღდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით ახლო მომავალში საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართავს.