მარტვილში ნაციონალური მოძრაობის წევრი ნაულ ჯანაშია იყრის კენჭს

მარტვილში ნაციონალური მოძრაობის წევრი ნაულ ჯანაშია იყრის კენჭს

მარტვილის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაულ ჯანაშია იქნება. ჯანაშია ამ მოწვევის პარლამენტის წევრია და ნაციონალური მოძრაობა მას კვლავ  მაჟორიტარად წარადგენს.

პარლამენტში მოხვედრამდე ჯანაშია რუსეთში საქმიანობდა. კერძოდ, იყო: ქ. შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატის გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, მოსკოვის ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანის  გენერალური დირექტორის მოადგილე.

ნაულ ჯანაშიას „ქართული ოცნებიდან“ ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა დაუპირისპირდება.