სოზარ სუბარი: საქართველოს სასამართლო  პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა

სოზარ სუბარი: საქართველოს სასამართლო პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, სოზარ სუბარის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის 20 243 827  ლარით დაჯარიმებას უკავშირდება, უსამართლო და აბსურდია.

როგორც სუბარი აცხადებს, საქართველოს სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის პოლიტიკური მხარე, პოლიტიკური მოთამაშე და არა დამოუკიდებელი არბიტრი.

„მე მეტსაც გეტყვით. საასამართლო დღეს მარტო მხარე კი არ არის, არამედ მოგელაძის ქვედანაყოფი გახდა. სხვა ფუნქცია დღეს ჩვენს სასამართლოს არ გააჩნია. ამ უწყებამ ივანიშვილს ფული, რომელიც სახლში უდევს პარტიისთვის უკანონო შემოწირულობად ჩაუთვალა. ეს აბსურდია. რადგან ამ დროისთვის პარტიის ანგარიშზე არცერთი თეთრი არ არის“, - განაცხადა სუბარმა.