ნინო ქათამაძე ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს (VIDEO)

ნინო ქათამაძე ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს (VIDEO)

28 აგვისტოს, ბათუმში, კლუბ Take Five-ში, ნინო ქათამაძის სოლო კონცერტი გაიმართება.

მომღერლის განცხადებით, შესრულდება ძველი და კარგად ნაცნობი სიმღერები. კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და ორი საათიანი პროგრამით გაგრძელდება.

აგვისტოს ბოლოს  ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ უკრაინაში, ფესტივალ «Джаз Коктебель”-ზე გაემგზავრება. 31 აგვისტოს შემსრულებელი სოლო კონცერტს უკრაინაში გამართავს.

ბატმურ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ლარი.