მით რომნიმ ვიცეპრეზიდენტი აარჩია

მით რომნიმ ვიცეპრეზიდენტი აარჩია

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ ვიცეპრეზიდენტი უკვე აირჩია. რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკის ვიცეპრეზიდენტის სავარძელს წარმომადგენლობითი პალატის წევრი, 42 წლის პოლ რაიანი დაიკავებს.

ოფიციალურად რომნი რაიანის კანდიდატურას დღეს ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში დაასახელებს.

ანალიტკოსთა ვარაუდი არ გამართლდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ რომნი უფრო „სკანდალურ“ ფიგურას აარჩევდა, ვიდრე ჯონ მაკეინმა 2008 წელს, ალიასკის შტატის გუბერნატორი სარა პეილინი გახლდათ.