ირაკლი ალასანია ზუგდიდში დარეგისტრირდა

ირაკლი ალასანია ზუგდიდში დარეგისტრირდა

„ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საცხოვრებლი მისამართი შეიცვალა და მშობლების ქალაქში დარეგისტრირდა. ის უკვე ოფიციალურად ზუგდიდის მცხოვრებია. სამოქალაქო რეესტრის ზუგდიდის ოფისში ალასანია რეგისტრაციის დროს ერთერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომელმაც smsportal-ს ექსკლუზიური ფოტოები გადასცა.

რეგისტრაციის ოფიციალურად გავლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ალასანია საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის, მისი კონკურეტი მმართველი პარტიიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია იქნება.

ირაკლი  ალასანიასა და როლანდ  ახალაის კანდიდატურები ოფიცილაურად სავარაუდოდ მომავალ კვირას დასახელდება.