„ჰერეთსა“ და GNCC შორის დავა გრძელდება

„ჰერეთსა“ და GNCC შორის დავა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში რადიო „ჰერეთსა“და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ  კომისიას  შორის შპს „მედია ჰაუსდეკომისთვის“ ლიცენზიის მინიჭების დავასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლოპროცესი გაიმართა.

მოსარჩელე მხარე, რადიო „ჰერეთი“ მოითხოვს, ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ  შპს„მედია ჰაუს დეკომისთვის“ ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ცნოსდა ახალი კონკურსი ჩაატაროს.

   „ჰერეთის“ დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ, საქართველოს კომუნიკაციებისმარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლისგან, პავლე ბერიასგან მოითხოვა განემარტა,რატომ არ გადაამოწმეს კომპანია „ვიდოფონის“  მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი.

 „ჰერეთის“ ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია „ვიდოფონმა“ეროვნული კომისია შეცდომაში შეიყვანა, რადგან ცრუ დოკუმენტაცია  წარადგინა  დალიცენზია ამის საფუძველზე მიიღო. ყანდაშვილმა განაცხადა, რომ კომისიამ კონკურსზე „მედია ჰაუს დეკომის“ გერმანელი პარტნიორის საბუთები ყოველგვარი დამოწმების  დააპოსტილის გარეშე მიიღო და არც დაინტერესებულა სად იყო აღნიშნული კომპანიარეგისტრირებული. ამასთან, შესაბამისობის დეკლარაციაში „მედია ჰაუს დეკომს“ დღემდეწარდგენილი ჰყავს პარტნიორად „ვიდოფონი“ და არა „დეკომ ა.გ“-განაცხადა ყანდაშვილმა.

   შპს „მედია ჰაუს დეკომის“  ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძე სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ „ვიდოფონს“ ერთი წლის წინ შეეცვალა სახელი. მისი თქმით, კომპანიის სახელი ძალიანგავდა ცნობილი ბრენდის „ვადაფონის“ სახელს.

  ეროვნული  კომისიის წარმომადგენელმა პავლე ბერიამ კომისიის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და„ვიდოფონი“ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული არ არის.

 „ჩვენ არ ვედავებით შპს „მედია ჰაუს დეკომს“, ჩვენ ვედავებით კომუნიკაციების ეროვნულკომისიას. ჩვენი ინტერესია დავადგინოთ ჭეშმარიტება, რაც იმაში მდგომარეობს, რომკონკურსი არაობიექტურად და დარღვევებით ჩატარდა“, - აღნიშნა რამაზ სამხარაძემ.

  შპს „მედია ჰაუს დეკომის“ დირექტორმა ქეთი ბაბუნაშვილმა საქართველოს კომინიკაციებისეროვნული კომისიის გადაწყვეტილების სამართლიანობის დასადასტურებლად ასეთიარგუმენტი მოიყვანა: რადიო „ჰერეთი“  მაუწყებლობას მხოლოდ გრანტების მოპოვებითშეძლებდა, მათ კი ერთი მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული ჰქონდათ.

  „ჰერეთის“ ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა ქეთი ბაბუნაშვილის არგუმენტი უსაფუძვლოდშეაფასა და აღნიშნა, რომ „ჰერეთი“ გრანტების გარდა კერძო ინვესტიციებს საქართველოდან 40 000 დოლარს და ბრიტნეთიდან  100 000 ფუნტს ჩადებდა, რაც „ჰერეთის“ კონცეფციაშინათლად იყო წარმოდგენილი.

სასამართლოზე რამაზ სამხარაძემ განცხადა, რომ  რადიო „ჰერეთს“ ახლაც მზად აქვსსამაუწყებელო სტუდიები და ლიცენზიის მიღების შემთხვევაში პრაქტიკული საქმიანობისდაწყებას  მაშინვე  შეძლებს. „ისევე, როგორც ეს გაწერილი იყო თავის დროზე კონკურსზეწარდგენილ კონცეფციაში“,- განმარტა სამხარაძემ.

  რადიო „ჰერეთსა“ და საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული დავაპაექრობით და დასკვნითი ნაწილით  16 აგვისტოს 16:00 საათზე გაგრძელდება.