სტალინი ტიტოს დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა?

სტალინი ტიტოს დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა?

სლოვენიაში გამოვიდა ისტორიკოს იოჟ პირევეცის ახალი წიგნი იოსებ ბროზ ტიტოს ბიოგრაფიის შესახებ. პირევეცის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ სტალინი ტიტოს დაქირავებული მკვლელის ხელით მოკვდა, ხოლო ბელადის ინსულტი ხელოვნურად იყო გამოწვეული .

წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი სტალინის ცხოვრების ბოლო ხუთი დღე. 1953 წელს, სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, სტალინი აბსოლუტურად ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ამას ადასტურებეს ყველა გენერალი, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სტალინთან ინტენსიური შეხვედრებიჰქონდათ. ამას ადასტურებს ყველა ის სტუმარი, რომელთან ერთადაც სტალინი გვიანობამდე იყო იმ დღეს. დაცვის განცხადებით, სტალინმა მათ გამოუცხადა, რომ არავის შეეწუხებინა. ამიტომ არ შევიდა დაცვა მის ოთახში, როდესაც 18:30 წუთზე ოთახში მოულოდნელად  შუქი აინთო. მის ოთახში მხოლოდ 10 საათზე შევიდნენ. სტალინი უკვე აგონიაში მყოფი,  იატაკზე იწვა. ექიმებმა ინსულტის დროც გატეხილი  საათის მიხედვით დააფიქსირეს -18:30.

ისტორიკოსი ასკვნის, რომ ინსულტი ხელოვნურად იყო გამოწვეული და ამაში იუგოსლავიის მაშინდელი პირველი პირიოს  ხელი ერია.