ეგვიპტემ 16 ჯარისკაცის „სისხლი აიღო“

ეგვიპტემ 16 ჯარისკაცის „სისხლი აიღო“

ეგვიპტის საჰაერო სამხედრო არმიის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ეგვიპტემ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ისლამისტურმა სამხედრო დაჯგუფებამ  სინაის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თავდასხმა განახორციელა- აცხადებს Reuters.

5 აგვისტოს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, რომელიც თავს დაესხა კარმ-აბუ-სალემის სასაზღვრო პუნქტს, მოკლა 16 ეგვიპტელი ჯარისკაცი და ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ეს პირადად მათი გამოწვევა გახლდათ და მოსახლეობას დაპირდა, რომ დამნაშავეებს მოძებნიდა და სათანადოდ დასჯიდა.