მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს საქართველო-რუსეთის ომში  დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში  დაღუპულთა ჭირისუფლები და სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან, რომლებიც დაღუპულ თანამებრძოლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

რამდენიმე წუთის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გვირგვინით შეამკო დაღუპულთა მემორიალი.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ხელისუფლების,  სხვადასხვა არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივლენ.

მუხათგვერდის სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც  ელოდებიან.

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული 43 ქართველი ჯარისკაცია დაკრძალული, რომელთაგან რამდენიმეს იდენტიფიცირება ჯერ  ვერ მოხერხდა.