გორში რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

გორში რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

გორის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღასრულებსსამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.

ლიტურგიის შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრებიან.

ასევე გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით სოფელ შინდისში, საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრში სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ და გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ამასთან, ერისთავის სახელობის გორის თეატრი სპექტაკლს „ცხელი აგვისტო“ წარმოადგენს.

ღონისძიებები ტრადიციულად გორის ცენტრალურ მოედანზე სანთლების აქციით დასრულდება.