„მრეწველების“ ოთხი წევრი პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის  გამო დაჯარიმდა

„მრეწველების“ ოთხი წევრი პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის გამო დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ოთხი წევრი პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის  განხორციელების გამო დაჯარიმდა.

„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერის,  ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სასამართლომ თანხის წარმომავლობის შესახებ მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და პარტიის წევრები შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

ვახტანგ ლომაძემ პარტიას 1000 ლარი შესწირა და ის  სასამართლო პროცესზე 5000 ლარით დააჯარიმეს. „მრეწველების“  სხვა წევრები ოთარ მენაბდე 10 ათასი ლარით, ნანა ახუაშვილი 5 000 ლარით, ხოლო ნიკოლოზ რამიშვილი 4500 ლარით დაჯარიმდნენ.