რომნიმ ობამას გადაუსწრო?

რომნიმ ობამას გადაუსწრო?

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ ივლისის თვეში საარჩევნოდ უფრო მეტი თანხის შეგროვება შეძლო, ვიდრე ბარაკ ობამამ.

რომნიმ საარჩევნო ყულაბაში 101, 3 მილიონი დოლარი შეინახა, ობამამ მხოლოდ 75 მილიონი დოლარი.  უკვე მესამე თვეა საარჩევნოდ რესპუბლიკლები  უფრო მეტ თანხებს აგროვებენ, ვიდრე დემოკრატები.

Reuters-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელთა ყულაბაში ამჯერად 627 მილიონი დოლარია, დემოკრატების ყულაბაში კი  495 მილიონი.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.