კახა კალაძე: ჩემს მიმართ  ავანტიურის  მონაწილეებს  მორალისა და  კანონის გათვალისწინება მოუწევთ

კახა კალაძე: ჩემს მიმართ ავანტიურის მონაწილეებს მორალისა და კანონის გათვალისწინება მოუწევთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე „სამართალდამცავებსა“ და „თავისუფალი მედიის“ ნაწილს მისდამი შავი პიარის აგორების მცდელობაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება კალაძის facebook -ის ოფიციალურ გვერდზე დაიდო.

From.ge კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემო მეგობრებო,  დღევანდელი კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლების უშრეტ ფანტაზიას, საზღვარი არა აქვს. წლების მანძილზე ნაციონალური არხების, სოდის და კუდის ერთობლივად განხორციელებულმა შავმა პიარმა არ იმუშავა და საზოგადოება ვერ დააჯერეს, რომ ვარ ცუდი, უღირსი ადამიანი. თუმცა ქართველი „სამართალდამცავების“ ნაწილი და „თავისუფალი მედიის“ წარმომადგენლები ამას არ დაჯერდნენ და ახლა სრულიად სხვა სახის, მათთვის დამახასიათებელი უნიჭო, მაგრამ რაც მთავარია ბინძური, შავი პიარის ახალ გიგანტურ ტალღას აგორებენ არა როგორც კოალიციის ლიდერზე, არამედ როგორც პიროვნებაზე, ადამიანზე. მინდა ვუთხრა ყველა იმ პიროვნებას, ვინც აღნიშნული ავანტიურა დაგეგმა ან იღებს მონაწილეობას, რომ არსებობს მორალი და აგრეთვე არსებობს კანონი, მათ მოუწევთ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინება. შესაძლოა დღეს არა, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად“, - ნათქვამია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.