ავღანეთში თალიბები გააქტიურდნენ

ავღანეთში თალიბები გააქტიურდნენ

Euronews-ის ინფორმაციით, დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა ქაბულის პროვინციაში. აფეთქების შედეგად, დაახლოებით ცხრა ადამიანია გარდაცვლილი, რომლებიც დილით  სამსახურებში მიდიოდნენ.

ქაბულის პოლიციის განცხადებით, უკვე დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მოქმედებაში მოიყვანა დისტანციური ბომბის მართვის პულტი.

„დისტნციური ბომბი ჩადებული იყო ხიდთან ახლოს, როდესაც გავიარეთ, მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა“,-აცხადებს მიკროავტობუსის გადარჩენილი მძღოლი.

რამდენიმე საათში კიდევ ერთი სატვირთო მანქანა აფეთქდა ნატოს ბაზის სიახლოვეს ქაბულის სამხრეთით. დაჭრილია 12 ადგილობრივი მცხოვრები, არცერთ კოალიიციის ჯარისკაცს დაზიანება არ მიუღია. მეორე ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.