შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „ბურჯთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, შპს „ბურჯის“ ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
From.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„აღსრულების ბიურო შპს „ბურჯის“ მიმართ აწარმოებდა მიმდინარე სააღსრულებო ღონისძიებებით გათვალისწინებულ ავტომანქანების ტრანსპორტირებას, რა დროსაც შპს „ბურჯის“ ცალკეული თანამშრომლების და ამჟამად დაუდგენელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტომანქანების ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლის ფაქტს. საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო კანონიერების დაცვა და ავტომობილების ტრანსპორტირება. სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, - ნათქვამია შს-ს განცხადებაში.