საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისაცემად, დღეს და ხვალ სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნი პატივსაცემის ნიშნად, 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაეშვება სახელმწიფო დროშები“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.