Beyonce საკუთარ თავზე ფილმის გადაღებას აპირებს (VIDEO)

Beyonce საკუთარ თავზე ფილმის გადაღებას აპირებს (VIDEO)

მომღერალმა, მსახიობმა და დიზაინერმა ბიონსემ საკუთარ წარმატებებსა და განვლილ გზაზე ფილმის შექმნა გადაწყვიტა. ფილმში შევა მომღერლის კონცერტების ვიდეო ჩანაწერები, მისი და მისი მეგობრების, კოლეგების ინტერვიუები და კულისებს მიღმა „ყველაზე გემრიელი ამბები“.

ბიონსე არა მარტო ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, არამედ პროდიუსერიც იქნება.

ბიონსე პირველი არ არის, ვინც საკუთარ კარიერაზე ფილმის შექნა გადაწყვიტა. ეს იდეა უკვე განახორციელეს ჯასტინ ბიბერმა, კეტი პერმა და მაილი საირუსმა.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.