„ქდმ“  მაჟორიტარობის  კანდიდატებს 14 აგვისტოსთვის დაასახელებს

„ქდმ“ მაჟორიტარობის კანდიდატებს 14 აგვისტოსთვის დაასახელებს

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის  განცხადებით, „ქდმ“ თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს 14 აგვისტოს დაასახელებს.

„თბილისის მასშტაბით და საქართველოს საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, კანდიდატების თაობაზე შიდა პარტიული კონსესუსი უკვე არსებობს. რაც შეეხება ოფიციალურად მათ წარდგენას და დასახელებას, უკვე მომავალ კვირას, 14 აგვისტოსთვის თბილისში ყველა კანდიდატი იქნება ოფიციალურად დასახელებული და წარდგენილი“,  - განაცხადა თარგამაძემ.