ზვიად ძიძიგური: ჩვენ არა „ნაცმოძრაობის“, არამედ არასამთავრობების შედგენილ ქცევის წესების დეკლარაციას შევუერთდით

ზვიად ძიძიგური: ჩვენ არა „ნაცმოძრაობის“, არამედ არასამთავრობების შედგენილ ქცევის წესების დეკლარაციას შევუერთდით

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კოალიცია არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, არამედ არასამთავრობების  ქცევის წესების შესახებ შედგენილ 17 პუნქტიან დოკუმენტს უერთდება, რომლის შესწორებებშიც წვლილი თვითონაც აქვთ შეტანილი.

„მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ არა „ნაცმოძრაობის“, არამედ არასამთავრობების მიერ შედგენილ დოკუმენტს შეუერთდით, ჩვენივე შესწორებულ დოკუმენტს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ იმის მცდელობაც კი არ გვქონია, მათი შემუშავებული დოკუმენტის შესახებ გვემსჯელა.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეასრულებს ეს დეკლარაცია თავის ფუნქციას და გააკეთებენ თუ არა რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციები, მინდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. არჩევნების წინ თამაშის გარკვეულ წესებზე შეთანხმება აუცილებელია და ჩვენ ამ წესების შესახებ ქართულ საზოგდოებას და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიას ვუერთდებით“,-აცხადებს ზვიად ძიძიგური.