თინა ხიდაშელი:  ბათუმში ამაღლებული განწყობა დაგვხვდა

თინა ხიდაშელი: ბათუმში ამაღლებული განწყობა დაგვხვდა

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერისა და ”ქართული ოცნების” საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ბათუმში გამართულმა აქციამ მოლოდინები აბსოლუტურად გაამართლა.

მისი თქმით, ბათუმი ყოველთვის იდგა თავისი მოწოდების სიმაღლეზე და ამაში ეჭვი  არავის ეპარებოდა.

”ბათუმიდან ყოველთვის ამაღლებული განწყობით მივდივართ, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მიგვყვება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა”, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მსგავსი აქციები მხოლოდ იმიტომ არის საჭირო, რომ ადამიანებმა იგრძნონ და დაინახონ რომ მარტო არ არიან და შეძლონ საკუთარი აზრი თამამად დააფიქსირონ.

”ოქტომბერში ამ განწყობამ საარჩევნო ყუთებში უნდა გადაინაცვლოს. ამის შემდეგ კი დავიწყებთ ცივილიზებული და ნორმალური ქვეყნის ერთად შენებას”, - დასძინა მან.

კოალიცია ქართული ოცნების ბათუმში გამართულ აქციას  სააგენტო „  „ინტერპრესნიუსის“ინფორმაციით, 20 ათასი ადამიანი  .