„ქართული ოცნების“  მორიგი აქცია 19 აგვისტოს რუსთავში  გაიმართება

„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 19 აგვისტოს რუსთავში გაიმართება

 კოალიცია „ქართული ოცნების“  მორიგი აქცია 19 აგვისტოს რუსთავში  გაიმართება-ამის შესახებ  კოალიცის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში აქციის დასრულებისას განაცხადა.

"შემდეგი აქცია იქნება რუსთავში! 19 აგვისტოს რუსთავი გველოდება. მოემზადეთ შემოდგომის გამარჯვებისთვის" - მიმართა მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერმა.

 საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია, ბათუმში ამ წუთებში დასრულდა.