დღეს, 19:00 საათზე,  ბათუმში

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში "ქართულ ოცნების" აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე,  ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართულ ოცნების" აქცია გაიმართება .  კოალიციის ლიდერები ბათუმის აქციაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს ელოდებიან.

აჭარაში იმყოფება კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეორე დღეა მაღალმთიან სოფლებში შეხვედრებს მართავს.

 "ქართველი ოცნების"  ლიდერები ერთ კვირაზე მეტია ბათუმში აქციისთვის ემზადებიან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში  „ქართული ოცნების“  აქტივისტები ბათუმის ქუჩებში კოლონებად მოძრაობდნენ და მოსახლეობას აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ. კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმელები აქციის მიმართ დადებითად არიან განწყობილები.

ბათუმში დაგეგმილ დღევანდელ აქციას "ქართული ოცნების" მხარდამჭერების კოლონები ქობულეთიდან, ქედადან და ხელვაჩაურიდან შეუერთდებიან.

"ქართულ ოცნება" ბათუმში აქციის გამართვა თავდაპირველად ევროპის მოედანზე სურდა, თუმცა ბათუმის მერიიდან უარი მიიღო.  ქალაქის ხელმძღვანელობის განმარტებით, ტურისტული სეზონის გამო 1-დან 30 აგვისტომდე ბათუმის ყველა სკვერსა და მოედანზე ღონისძიებებია დაგეგმილი.

ბათუმის მერიამ "ქართულ ოცნებას" აქციის გამართვა ანგისის სტადიონზე შესთავაზა, რაზეც კოალიციისგან უარი მიიღო.

"ჩვენთვის მიუღებელია სტადიონი არა იმიტომ, რომ ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ იქ მიმდინარეობს სამუშაოები, გარკვეული ნაწილი გადათხრილია, შესაბამისად, წვიმის პირობებში შეუძლებელი იქნება შესვლა", - აცხადებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კოალიციამ მერიას განაცხადით მიმართა, რომლის მიხედვითაც, აქციის გამართვა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სურდა. მერიამ "ქართული ოცნების" მოთხოვნა დააკმაყოფილა.

"ქართულმა ოცნებამ" აქციები ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია 27 მაისს თბილისის აქციაზე დაწყებულად გამოაცხადა.  შემდეგ აქციები უკვე გაიმართა  ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთაში და გორში.