„საზოგადოებრივი დამცველი“  5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდება

„საზოგადოებრივი დამცველი“ 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ მშვიდობიანი შეკრებების და მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივ მონიტორინგს აგრძელებს. „საზოგადოებრივი დამცველის“ მობილური ჯგუფი დღეს, აგვისტოს ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.

დამკვირვებლები მონიტორინგს აქციის ორგანიზებას, აქციის მონაწილეთა მსვლელობის და შეკრების პროცესს გაუწევენ. საზოგადოებრივი დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.

ამასთან, ორგანიზაცია ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი და მოქალაქეთა უფლებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო პროვოკაციები.