ბათუმში  „ქართული ოცნების“ აქციას საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირი შეუერთდება

ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციას საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირი შეუერთდება

საქართველოს მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის დავით ნიკურაძის განცხადებით, საქართველოს მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ბათუმში, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებას  შეუერთდება.

ნიკურაძის განცხადებით, აქციაში მონაწილეობით ისინი „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში არსებულმა ელიტარულმა კორუფციამ მთლიანად გაანადგურა. ჩვენ ვითხოვთ, იმ პიროვნებების დასახელებას და დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან, ამის გამო, საქართველო გემების, ქართველი მეზღვაურები კი დასაქმების გარეშე დარჩნენ“, - განაცხადა ნიკურაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში გაცემულ საზღვაო დიპლომებსა და სერტიფიკატებს ევროკავშირი არ აღიარებს. საქართველოს დროშა კი შავ სიაშია შესული. ამასთან, ბათუმის 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ აქციას საქართველოს თევზის მეურნეობის მუშაკთა კავშირიც შეუერთდება.