ინგა გრიგოლია: სააკაშვილ - მერაბიშვილის 20 და 30-ლარიანი ვაუჩერები ხალხისთვის შეურაცხმყოფელია

ინგა გრიგოლია: სააკაშვილ - მერაბიშვილის 20 და 30-ლარიანი ვაუჩერები ხალხისთვის შეურაცხმყოფელია

 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გორის მოსახლეობას შეხვდნენ. „ქდმ“- ს ლიდერებმა გორის მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონრებს დაფასება!“  და პრიორიტეტები გააცნეს.

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ინგა გრიგოლიამ გორის მოსახლეობას მიმართა და  ყურადღება ერთჯერად 20 და 30-ლარიან დახმარებაზე გაამახვილა, რომელიც მისი თქმით, „ხელისუფლებამ მოწყალების სახით მოსახლეობას დაურიგა“.

„იმის მაგივრად, რომ მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა, მთავრობა დახმარების სახით 20 და 30-ლარიან ვაუჩერს არიგებს, რომელიც წინასაარჩევნო მოწყალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ დახმარებას. მიშა სააკაშვილის დრო ამ ქვეყანაში საბოლოოდ ამოიწურა და სააკაშვილ -მერაბიშვილის 20 და 30-ლარიანი ვაუჩერები ხალხისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. საკუთარ ოჯახებში მიიტანონ 20 და 30-ლარიანი ვაუჩერები და ერთი დღე მაინც იცხოვრონ ისე, როგორც ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა  გრიგოლიამ.