რამაზ საყვარელიძე: ძველი „ნაცმოძრაობის“ ძველი სახეები უკეთ შეძლებენ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას

რამაზ საყვარელიძე: ძველი „ნაცმოძრაობის“ ძველი სახეები უკეთ შეძლებენ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას

 „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ასახელებს საპარლამენტო მაჟორიტარ კანდიდატებს. დასახელებულ კანდიდატებს შორის, ჯერჯერობით ყველა ძველი სახეა. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ფსონის დადება ისევ ძველ სახეებზე, რესურსი ამოეწურა თუ ფიქრობს, რომ ძველი სახეები სახელმწიფო რესურსის საშუალებით შეძლებენ არჩევნების მოგებას და პარლამენტში მესამედ შესვლას? ექსპერტი რამაზ საყვარელძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეები უკეთესად შეძლებენ  სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, რადგან ისინი ამის გამოყენებას შეჩვეულნი არიან. 

„სტრატეგიული თვალსაზრისით არ მგონია ძველი სახეების გამოყენება სწორი იყოს იმ პარტიის მხრიდან, რომლის დიდი მადლიერება ამომრჩეველს არ ეტყობა. გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების უმეტეს ნაწილს ამ ადამიანების მიმართ მადლიერების გრძნობა ექნებოდა. ახლა ეს ნაბიჯი პარადოქსულად გამოიყურება, თუ რა თქმა უნდა, გათვლა არ არის იმაზე, რომ ეს ადამიანები უკეთესად გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებს თუ შევადარებთ სახელისუფლო პარტიის დეპუტატებს, შეიძლება ავღნიშნოთ რომ „ქართული ოცნების“  სახეები რაღაცაზე მეტყველებენ. სახე რაღაცაზე უნდა მიგითითებდეს, რაღაც პოლიტიკაზე, რაღაც სტრატეგიაზე, იმაზე, რისი მომტანიც ასაზოგადოებისთვის ეს პარტია. რადგან ხელისუფლებამ ძველი სახეები გამოიყენა, ეს ნიშნავს, რომ მისი სახეები,  რაც აქამდე მოჰქონდა, იგივეს მოუტანს საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ სახეები ხალხისთვის ნაცნობი თავის სფეროში პროფესიონალების და პატიოსნების ნიშნით გამოკვეთილია და საზოგადოების ვარაუდით,  მათი სახეები ქართულ პოლიტიკაში პროფესიონალიზმისა და პატიოსნების მოტანაზე მიგვითითებენ’,-აღნინავს რამაზ საყვარელიძე.