ლუკაშენკომ შვედეთის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

ლუკაშენკომ შვედეთის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით,  ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შვედეთის ელჩი სტეფან ერიკსონი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი აკეთებს.  ბილდტის განცხადებით, „მიზეზები უსაფუძვლოა“, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელჩს ქვეყნის დატოვება იმიტომ მოუხდა, რომ იგი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვით გამოვიდა.

ბელორუსიის მხარეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.