ბაქრაძემ

ბაქრაძემ "ნაცმოძრაობის" თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვასილ დავითაშვილი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვასილ დავითაშვილი წარადგინა.

 "ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ, აქაურია, იყო გამგებელიც, პარლამენტის დეპუტატიც და ის ადამიანია, რომელსაც აქაურობა უყვარს, რაც მთავარია საქმეს გააკეთებს ", - მიმართა ბაქრაძემ თელაველებს.

 ვასილ დავითაშვილის თქმით კი, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად იბრძოლებს სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და სოფლის მეურნეობის სწრაფად განვითარებისთვის.

 ნაციონალურმა მოძრაობამ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა გუშინ დაიწყო. მმართველმა პარტიამ თეთრიწყაროში დავით ბეჟუაშვილი, ბოლნისში– კობა ნაყოფია; დმანისში  კი კახა ოქრიაშვილი წარადგინა.

 დავით ბაქრაძე დღესვე ახმეტაში პეტრე ცისკარიშვილს, ხოლო ყვარელში მარიკა ვერულაშვიულს წარადგენს.