პარიზში კარლა ბრუნის მონუმენტი დაიდგმება(VIDEO)

პარიზში კარლა ბრუნის მონუმენტი დაიდგმება(VIDEO)

პარიზის ნოჟან-სიურ-მარნის რაიონში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლის მოდელის და მსახიობის კარლა ბრუნის ორმეტრიანი მომუმენტი დაიდგმება. ბრუნი პირადად პოზირებდა მონუმენტის შექმნისას.

მონუმენტი XIX საუკუნის იტალიელი ქალების სიმბოლოს გამოსახავს, რომლებიც საფრანგეთში ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოდიოდნენ.

მონუმენტის, რომლის გახსნაც სექტემბრის დასაწყისში იგეგმება, იდეის ავტორი ნოჟან-სიურ-მარნის მერი და ნიკოლა სარკოზის ახლო მეგობარი ჟაკ მარტენია. ძეგლის შექმნისთვის 82 000 ევრო კომპანია Cogedim-მა გაიღო.  

საფრანგეთის პირველ ლედის ხშირად უხსენებდნენ თამამ ფოტოსესიებს და „ხმაურიან თავგადასავლებს“. მოდელი და მსახიობი კარლა ბრუნი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ექსტრავაგანტურობით და სითამამით.