„თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

„თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე ზუგდიდის რაიონს სტუმრობს და სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია პარტიის საარჩევნო პროგრამამ. განსაკუთრებით სოფლის მცხოვრებლები დაინტერესდნენ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პერსპექტივებით. ამ საკითხს „თავისუფალი საქართველო“ წელიწადზე მეტია ლობირებს და ეს პარტიის პროგრამის ერთერთი მთავარი პიორიტეტია.

ურთას მცხოვრებთათვის, როგორც კონფლიქტური რეგიონის მოსაზღვრე სოფლის მკვიდრთათვის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულ საკითხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კონფლიქტების მოგვარებაზე „თავისუფალი საქართველოს“ ხედვები წარმოადგენს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობას განუმარტა, პარტია კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზებს მიიჩნევს გამართლებულად და თვლის, რომ მხარეებმა უნდა აიღონ ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება, რათა მოხდეს სამომავლოდ ყოველგვარი სისხლისღვრის და საომარი ვითარების გამორიცხვა.

 კახა კუკავას დღესვე დაგეგმილი აქვს  შეხვედრები დარჩელის და განმუხურის მოსახლეობასთან.