წიკლაური : „ინფო 9 -ის“ ჟურნალისტები უკიდურესად გამომწვევად იქცევიან

წიკლაური : „ინფო 9 -ის“ ჟურნალისტები უკიდურესად გამომწვევად იქცევიან

უმრავლესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს მიაჩნია, რომ „ინფო-9 -ის“ ჟურნალისტები უკიდურესად გამომწვევად იქცევიან. აღნიშნული შეფასება ნუგზარ წიკლაურმა  ე.წ. მედიაჯგუფების ქმედებების და „ინფო 9-ის“ ჟურნალისტების მუშაობის შეფასებისას გააკეთა.

წიკლაურის თქმით, მას რეგიონებში „ინფო-9“-სთან შეხება ჰქონდა და ეს ჯგუფი იმით გამოირჩევა, რომ საკითხებში პრაქტიკულად ვერ ერკვევა.  წიკლაურის აზრით, „ინფო-9 - ის“ მოტივაცია, წინასწარ მიგზავნილი ადამიანის გაადაღებაა და უკიდურესად გამომწვევად იქცევიან.

წიკლაურის თქმით, იმ შეხვედრებზე, სადაც თავად ინფო-9-სთან ერთად იყო სხვა ჟურნალისტებს მათთვის ხელი არ შეუშლია.

უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ თუ ვინმე ჟურნალისტს  მუშაობაში ხელს უშლის, სცემს, კამერას უმტვრევს ან სახლში უვარდება, არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ, ზოგადად ადამიანის უფლებებს არღვევს..

წიკლაური იმასაც აცხადებს, რომ „ინფო 9“- ის ჟურნალისტები შეხვედრებში ხელს უშლიან და მაგალითად მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შეიძლება შუა ლაპარაკში იკითხონ -  „ახლა გაგახსენდათ ხალხი?”.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მედიაჯგუფების წარმომადგენლები რეგიონებში „ინფო 9-ის“ჟურნალისტებს უკან დაჰყვებიან და გამომწვევ და არაკორექტულ შეკითხვებს უსვამენ.