ანა ტატიშვილმა იბრძოლა, მაგრამ ვერას გახდა

ანა ტატიშვილმა იბრძოლა, მაგრამ ვერას გახდა

 ლონდონის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირს ანა ტატიშვილი გამოეთიშა, რომელმაც 1/16 ფინალში რუს ნადეჟდა პეტროვასთან წააგო. ტატიშვილმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მაღალრეიტინგიან მოწინააღმდეგეს და პირველი სეტის 3:6 წაგების შემდეგ მეორეში დიდი ბრძოლა გაუმართა, ტაიბრეიკამდე მივიდა და იქ 7:5 აჯობა. გადამწყვეტი სეტის დასაწყისში ქართველი რუსს თანაბრად ეთამაშებოდა, მაგრამ 2:2 ანგარიშზე მოწინააღმდეგეს დაუთმო საკუთარი მოწოდება, შემდეგ 2:4 ჩამორჩა და საბოლოოდ 2:6 დამარცხდა.

პეტროვა მერვედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანს, ბელარუს ვიკტორია აზარენკას შეხვდება. ტატიშვილი კი ასრულებს ოლიმპიადას. 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 30 ივლისს მაკა ჩახნაშვილთან დუეტში ერთი მატჩი ჩაატარა წყვილთა თანრიგში და სლოვენიურ დუეტთან ასევე სამ სეტში დამარცხდა.