გოგა გომიაშვილი დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გოგა გომიაშვილი დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგა გომიაშვილი საკუთარ სახლში ტაბიძის #35-ში ამ დილით გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგა გომიაშვილმა თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გომიაშვილი სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს მუშაობდა და თანამდებობა  2005 წლის მაისში დატოვა, რის შემდეგადაც ბიზნესსექტორში მუშაობდა.