Facebook-ზე 83 მილიონი ყალბი პროფილია

Facebook-ზე 83 მილიონი ყალბი პროფილია

ამერიკის Facebook-ის კომპანიის განცხადებით, სოციალურ ქსელში 83 მილიონი ყალბი პროფილი და  მილიონობით გვერდია, რომელსაც კომპანია მიუღებლად თვლის. ეს ინფორმაცია კომპანიის მიერ საფინანსო რეგულატორებისთვის მომზადებულ განაცხადშია შესული.

კომპანიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებელთა 8,7 %- არარეალურია. მომხმარებელთა 2,4% -ი კი სოციალური ქსელის გვერდებს თავისი ბიზნესისთვის იყენებს, ხოლო  14 მილიონი არასასურველი პროფილი სწორედ აკაუნტებზე მოდის, რომლებიც Facebook-ის პირობებს არღვევენ.