ალექსანდრე გოლდენშტეინი: ისრაელ-თურქეთს შორის ურთიერთობები არ დალაგდება

ალექსანდრე გოლდენშტეინი: ისრაელ-თურქეთს შორის ურთიერთობები არ დალაგდება

ექსპერტისა და გამოცემის რედაქტორის ალექსანდრე გოლდენშტეინის აზრით, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები არ დალაგდება, რაც არ უნდა შეეცადონ ბრიტანელები.

ექსპერტის აზრით, თურქეთის პრემიერმინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სურს ისრაელმა ბოდიში მოიხადოს „თავისუფლების ფლოტილიის“  აბორდაჟისა და ცხრა თურქი მეზღვაურის დაღუპვისთვის, თუმცა თელ-ავივი ამის გაკეთებას არ აპირებს, სტაგნაცია ისევ გაგრძელდება“,-აცხადებს ექსპერტი.

2010 წლის მაისში თურქული გემი „თავისუფლების ფლოტოლია“ ღაზას სექტორში შესვლას ცდილობდა, ისრაელმა თურქული გემი დააკავა, რის შედეგადაც ცხრა თურქი მეზღვაური დაიღუპა. გაერომ მაშინ ისრაელის საზღვაო ხელმძღვანელობა გაამართლა, განაწყენებულმა თურქეთმა კი ისრაელიდან საკუთარი ელჩი გამოიძახა. ბრიტანელი, გერმანელი და ამერიკელი დიპლომატები, რამდენიმე თვეა ცდილობენ თურქეთ-ისრაელი შეარიგონ.