სად გაქრა პატრული?

სად გაქრა პატრული?

თბილისის ქუჩებში პატრულის თანამშრომლები აღარ ჩანან. წინასაარჩევნო პერიოდში, პატრულმა დავალება მიიღო, რომ თბილისში ლოიალურად მოიქცნენ და მოსახლეობა მაინც და მაინც არ გააღიზიანონ.

სწორედ ამის გამოა, რომ თბილისში, პატრულის სიმცირე შეიმჩნევა. თუ ადრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე პატრულის მანქანა გვხვდებოდა, ახლა, ხან საათები ისე გადის, რომ მათ ვერ შენიშნავ.

პატრულის თანამშრომლების სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია ტაქსის მძღოლებითვის. მათ უკვირთ, რომ ბოლო დღეებში პატრულის თანამშრომლები ისე აღარ აქტიურობენ, როგორც ადრე.      

ამას ვერ იტყვი, თბილისის გარე პერიმეტრზე და ტრასებზე, სადაც პატრული ისევ ძველებურად მუშაობს და არაერთ კანონდარღვევას „სიხარულით“ აფიქსირებს. ასე, რომ პატრულის დროებითი „ლმობიერება“ ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ჭრის და არა მის ფარგლებს გარეთ.