სირიელი აჯანყებულები კოფი ანანის გადადგომით გულდაწყვეტილები არიან

სირიელი აჯანყებულები კოფი ანანის გადადგომით გულდაწყვეტილები არიან

სირიელმა აჯანყებულებმა სინანული გამოთქვეს გაეროსა და არაბთა სახელმწიფო ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გადადგომის შესახებ.

კოფი ანანს თანამდებობაზე ვადა აგვისტოს ბოლოს ეწურება, თუმცა მისი სამშვიდობო გეგმის ჩავარდნის გამო, რომელსაც მხარი არცერთმა მხარემ არ დაუჭირა, ანანი იძულებული გახდა გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა.

სირიელ აჯანყებულთა ინფორმაციით, გასულ ღამეს სირიაში 170 ადამიანი დაიღუპა, აჯანყებულებმა კი ალეპოში განლაგებულ ასადის სამხედრო ბაზას შეუტიეს. ბაზის სიახლოვეს ბრძოლები ისევ გრძელდება.