პატრიარქმა რამაზ ნიკოლაიშვილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სიგელით დააჯილდოვა

პატრიარქმა რამაზ ნიკოლაიშვილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სიგელით დააჯილდოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი სიგელით დააჯილდოვა. პატრიარქმა მინისტრს  სიგელი ერისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადასცა.

„ეს ჯილდო უდიდესი პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა და ღვთისა და ერის წინაშე კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმის კეთების სტიმულია“,- განაცხადა რამაზ ნიკოლიაშვილმა  დატავის მხრივ პატრიარქს მფარველი ანგელოზის დღე მიულოცა