კახა კალაძე: მელაძემ იცის, რომ ჩვენ  ქართულ საქმეს ვაკეთებთ

კახა კალაძე: მელაძემ იცის, რომ ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ

„ჩვენ ერთი და ორი დღე არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ,  წლებია ვმეგობრობთ. ის  ძალიან ხშირი სტუმარი იყო ჩემი  უკრაინაში, კიევსა და მილანში და მრავალი წლის  მეგობრობა გვაკავშირებს“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა  კახა კალაძემ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ თავის და მომღერალი ვალერი მელაძის ფოტოების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ორივე მათგანს  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურები აცვიათ.

კალაძის თქმით, ვალერი ქართველი ადამიანია, რომელიც ბათუმში დაიბადა და აღნიშნა, რომ თავის სამშობლო ძალიან უყვარს.

„ხაზგასმით ვამბობ,  ის ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგა და ახლაც ქართველი ხალხის გვერდით დგას.  მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ  ქართულ საქმეს ვაკეთებთ, იცის ყველაფერი რა მდგომარეობა და რა სიტუაციაა. იცოდა რა მაისურიც ეცვა, აქ დასამალი და სირცხვილი არაფერია. დღეს სირცხვილი „ნაც.მოძრაობის“ აქტივისტობაა“, - განაცხადა კალაძემ.