ბაქრაძე – თბილისში იმაზე გვლანძღავენ, თავი დაანებეთ გზებში ფულს ნუ ყრით, ასფალტს ნუ გვიხსენებთო (VIDEO)

ბაქრაძე – თბილისში იმაზე გვლანძღავენ, თავი დაანებეთ გზებში ფულს ნუ ყრით, ასფალტს ნუ გვიხსენებთო (VIDEO)

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გუშინ ხონელების გულის მოგებას შეცადა. ხონელებთან შეხვედრისას ბაქრაძემ  თბილისელებზე ასეთი „მარგალიტები“ თქვა: თბილისელები იმაზე გვლანძღავენ, თავი დაანებეთ გზებში ფულს ნუ ყრით, ასფალტს ნუ გვიხსენებთო“.

ბაქრაძემ ხონის მოსახლეობას ისიც უთხრა, რომ 6 თვეა თბილისში შეხვედრა არ ჰქონია, სულ რაიონებში დადის. 

„მე რომ კაბინეტში ვიჯდე და იქიდან ვიყურებოდე ამ ყველაფერს კი ვერ დავინახავდი. ის კი არ ჩათვალოთ რომ კაბინეტებიდან ვიყურებით, დაქცეული ქვეყნიდან დავიწყეთ და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. მაგრამ ყველაფერს დრო უნდა. აგერ ყველას გზა გაწუხებთ, თბილისში იცით რაზე გვეჩხუბებიან? დაანებეთ თავი ამ გზებში ფულის გადაყრას და ასფალტის კეთებასო. მეტი გზა აღარ გაგვაგონოთო. რატომ იცით? თბილისში უკვე 5 წელია დამთავრდა გზის პრობლემა და ჰგონიათ, რომ ყველგან გზებია“.