რომან დუმბაძის მკვლელობამდე მოსკოვში მისი ორეული ჩაცხრილეს?(VIDEO)

რომან დუმბაძის მკვლელობამდე მოსკოვში მისი ორეული ჩაცხრილეს?(VIDEO)

რომან დუმბაძის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში შეცდომით ქართველი გენერლის ორეული, სომეხი ეროვნების ბიზნესმენი ტიგრან ოჰანესიანი ჩაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო life News-ი ავრცელებს.

ონალინგამოცემის ცნობით, ოჰანესიანი მარშალ ჟუკოვის გამზირზე მოკლეს, სადაც ქართველი გენერლის ბიძა, თენგიზ დუმბაძეა ჩაწერილი. სწორედ ბიძის მისამართზე იყო რეგისტრირებული ტოიოტა ლანდ კრუიზერის ჯიპი, რომლითაც რომან დუმბაძე გადაადგილდებოდა. თენგიზ დუმბაძე და ტიგრან ოჰანესიანი კი, მეზობლები იყვნენ.

გამოცემა წერს, მოკლული სომეხი ბიზნესმენი ძალიან ჰგავდაგენერალ დუმბაძეს. მას თავს 17 აპრილს დაესხნენ. მარშალ ჟუკოვის პროსპექტის 19 ნომერში, სადარბაზოში.

„ქილერები“ ოჰანესიასნ მე-10-ე სართულზე ჩაუსაფრდნენ და ბინიდან გამოსვლისთანავე ესროლეს. კისერში დაჭრილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. თავდამსხმელები მაშინ მიიმალნენ, თუმცა, 21 მაისს, მათ  უკვე შეძლეს დაკვეთის შესრულება და რომან დუმბაძე რამდენიმე მოწმის თანდასწრებით ჩაცხრილეს.

ამ ინფორმაციის გახმიანებამდე ოჰანესიანის ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ბიზნესმენს ვალების გამო გაუსწორდნენ.