დავით ბაქრაძე მაჟორიტარად არ დასახელდება

დავით ბაქრაძე მაჟორიტარად არ დასახელდება

დავით ბაქრაძის კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატად არ დასახელდება. ამის შესახებ from.ge-ს თავად პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

„ მე მაჟორიტარი არ ვიქნები“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ამ საკითხზე ბაქრაძე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და არაფერი უთქვამს საარჩევნო სიაში მის ადგილთან დაკავშირებით.

გუშინ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ნაციონალებმა დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესაძლოა ვაკეში დააყენონ. ამას ის ეჭვიც აძლიერებს, რომ ვაკეში რამდენიმე ოჯახში ერთ-ერთი სოციოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც გიორგი კარბელაშვილის რეიტინგთან ერთად დავით ბაქრაძის რეიტინგსაც ზომავდნენ.

კარგა ხანია ცნობილია, რომ ნაციონალები ვაკეში გიორგი კარბელაშვილის კანდიდატურას აყენებენ და ამდენად, ცოტა უცნაურია თუ რატომ იზომება პარლამენტის თავმჯდომარის რეიტინგი ამ რაიონში.