ლუის ნავარო:  სიების დაზუსტების  კომისიის მუშაობამ  დადებითი შედეგი გამოიღო და ამომრჩეველთა სია გააუმჯობესა

ლუის ნავარო: სიების დაზუსტების კომისიის მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო და ამომრჩეველთა სია გააუმჯობესა

საქართველოში NDI -ის  ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო საქართველოს მოსახლეობის აზრს იზიარებს და აცხადებს,  რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრულველყოფის კომისიის მუშაობამ  დადებითი შედეგი გამოიღო და ამომრჩეველთა სია გააუმჯობესა.

„თუ გავითვალისწინეთ შედეგებს,  რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“  წარმოადგინა ასევე ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შედეგებს და სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობას,  სამივე ორგანიზაციიდან მიღებული შედეგი ერთმანეთს ამყარებს“, - განაცხადა ნავარომ,  რომელიც „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული კომისის ჩამოყალიბება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის კონკრეტული შედეგია.