ბადახშანში რვა ავღანელი „თალიბი“ დააკავეს

ბადახშანში რვა ავღანელი „თალიბი“ დააკავეს

ტაჯიკეთმა ავღანეთთან საზღვარი ჩაკეტა. დაკეტილია ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი. გადაადგილების უფლება მხოლოდ ნატო-ს მანქანებს აქვთ.

ეს გადაწყვეტილება ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბადახშანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 8 ავღანელი „თალიბი“ აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ბადახშანელი აჯანყებულების ლიდერი, ყოფილი საველე მეთაური ტოლიბ აიემბეკოვი ავღანეთში გაიქცა და ტაჯიკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ავღანელი „თალიბებისგან“ სპეცჯგუფს აგროვებს.