ნუგზარ წიკლაური – ყველაფერი კახი კალაძისა და სამართალდამცავებს  შორის გასაუბრების შემდეგ გაირკვევა

ნუგზარ წიკლაური – ყველაფერი კახი კალაძისა და სამართალდამცავებს შორის გასაუბრების შემდეგ გაირკვევა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ  ყველაფერი კახი კალაძისა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის გასაუბრების შემდეგ გაირკვევა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით თანხის გამოტანა ეჭვს იწვევს და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ფაქტით სამართალდამცავები ინტერესდებიან.

წიკლაურის განმარტებით, ჯერჯერობით პროკურატურას რაიმე სახის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომ ეს თანხა არაკანონიერი მიზნებისთვის დაიხარჯა.

„იმის გამო, რომ ეჭვი არსებობს, თანხა დაყადაღებულია. თუმცა, კალაძის მიმართ ბრალდება წარდგენილი არ არის. ყველაფერი კალაძისა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის გასაუბრების შემდეგ გაირკვევა“, – აღნიშნა წიკლაურმა და დაამატა, რომ პირადად მას წარმოდგენა არა მაქვს, კალაძემ ფული საით მიმართა.

„კალაძე ცოცხალია და საღსალამათი და ფულის კვალს თვითონ განმარტავს. არამგონია, ისეთი რამ იყოს, რასაც დაფარვა სჭირდება“ , – აღნიშნა წიკლაურმა.