ლევან კიკვაძე: მესტიის ცენტრში ბიძინა ივანიშვილისთვის პროვოკაციის მოწყობას აპირებენ

ლევან კიკვაძე: მესტიის ცენტრში ბიძინა ივანიშვილისთვის პროვოკაციის მოწყობას აპირებენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მესტიაში ელოდებიან. როგორც ჩვენმა კორესპოდენტმა, ნანა ფაჟავამ  მესტიიდან გვაცნობა, გამგეობის წინ პარკში საზოგადოების დიდი ნაწილია შეკრებილი.

მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს წითელი და თეთრი მაისურები აცვიათ წარწერით „მე მიყვარს საქართველო“ და აცხადებენ, რომ იქ ექსკურსიაზე არიან ჩასულები. თუმცა კითხვაზე თუ რატომ არიან ისინი ერთად ასეთ უცნაურ სამოსში გამოწყობილნი, პასუხი არ აქვთ და ამბობენ რომ მათ უბრალოდ უყვართ საქართველო.

ჩვენი კორესპოდენტი  „ქართული ოცნების“  შტაბის წარმომადგენელს, ლევან კიკვაძეს გაესაუბრა, რომელმაც ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ იქ  მყოფი ახალგაზრდები სხვადასხვა რაიონებიდან არიან ჩასულები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები არიან.

მისივე განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსებით ხალხი მოტყუებით  ჩაიყვანეს, რომლებსაც არწმუნებდბენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვედროდათ.

„ნაც მოძრაობამ“ ეს ხალხი აქ იმიტომ ჩამოიყვანა ავტობუსებით და შეკრიბა, რომ ბიძინა ივანიშვილს პროვოკაცია მოუწყონ. აქ არიან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელებიც. რომლებსაც ავტობუსებში ხელკეტები უდევთ“, - აცხადებს კიკვაძე,

მისივე ცნობით, ის გამგეობის გვერდით ცხოვრობს და როცა სახლში აპირებდა შესვლას მასზე ზეწოლა განხორციელდა.

„სახლში როცა ვაპირებდი შესვლას ალბათ ჟურნალისტი ვეგონე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიცილებს და ხელკეტები დამიშინეს, მე მათ ვუხსნიდი რომ იქ ვცხოვრობდი, თუმცა არ მომისმინეს“, - აღნიშნა ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ბიძინა ივანიშვილი დილით მოსახლეობას მესტიის რაიონ სოფელ ხაიში შეხვდა, შემდეგ ჭუბერში, ამის შემდგომ ჟურნალისტების დიდ ნაწილთან ერთად სოფელ ბეჩოს ესტუმრა, ეხლა კი მესტიის ცენტში აპირებს მოსახლეობასთან შეხვედრას.