ალეპოში უკონტროლო სიტუაცია იზრდება

ალეპოში უკონტროლო სიტუაცია იზრდება

სირიის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაახლოებით 143-მდე ადამიანია გარდაცვლილი ალეპოში. სიტუაცია ყოველ წუთას უკონტროლო ხდება. სამხედრო შეტაკებები გრძელდება ალეპოს რამდენიმე რაიონში. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამასკოში დილიდანვე ბრძოლები გაგრძელდა, თუმცა ამ წუთებში დედაქალაქის ძირითად ნაწილში, სიჩუმეა.

სირიაში მდგომარეობის გართულების გამო ქვეყანას გაეროს დამკვირვებლებიც ტოვებენ. „კიდევ 30 დღე დაგვრჩა, ვნერვიულობთ იმაზე, რომ შეუძლებელია მოსახლეობის ტანჯვის მინიმუმამდე დაყვანა“,-აცხადებს მისიის ახალი ხელმძღვანელი ბაბაკარ გაიე.