„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ზაზა სოფრომაძის დაკავებას პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებას უწოდებს.
ბაღათურია სოლიდარობას უცხადებს სახალხო კრებას და მიაჩნია, რომ ზაზა სოფრომაძის დაკავება იმ რეპრესიების გაგრძელებაა, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხორციელდება.
„ ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ოპონენტების დევნა და შანტაჟი. რის მაგალითიც არის ზაზა სოფრომაძის დაკავება ღამის საათებში. სოფრომაძის ოჯახმა რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდა სად იმყოფებოდა ზაზა, რის გამოც პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს ვინც სოფრომაძე დააკავა“, – აღნიშნა ბაღათურიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფრომაძეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით ჰკითხავენ, თუმცა მის პროკურატურაში დაბარების მიზეზებს არ აკონკრეტებს.