ბაღათურია ბანკებში საპროცენტო განაკვეთის დაწევას მოითხოვს

ბაღათურია ბანკებში საპროცენტო განაკვეთის დაწევას მოითხოვს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბანკებში საპროცენტო განაკვეთის დაწევას მოითხოვს.

დღეს ბაღათურიამ პარლამენტში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ის პირებიც დაესწრნენ, რომელბსაც საბანკო სექტორთან პრობლემები აქვთ.

„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც 500 ლარიანი ტელეფონი განვადებით გამოიტანეს და მას შემდეგ რაც პროცენტის გადახდა ვერ შესძლეს 11 ათას ლარმადე ავიდა“ დავალიანება, - აღნიშნა ბაღათურიამ.

მანვე  „ლიბერთი ბანკზე“ ისაუბრა და მას მიხელ სააკაშვილის საკუთრება უწოდა.

„საპენსიო უზრუნველყოფისთვის „ლიბერთი ბანკს“ 36% აქვს დაწესებული. მსგავს უსინდისობას მევახშეებიც კი არ კადრულობენ“, - აღნიშნა ბაღათურიამ და საბანკო სექტორის რეფორმის განხორცილება მოითხოვა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაბალი საპროცენტო განაკვეთისა და იაფი პროდუქტის შემოღება.

ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლებისგან პრობლემური ვალების გადახდა მოითხოვა, რომელის ოდენობაც წინასწარი ინფორმაციით, 600 მილიონ ლარს შეადგენს.

ბაღათურიას თქმით, სახელმწიფოს მოსახლების ვალების გადახდის საშუალება აქვს, „თუ სააკაშვილის ფანტაზიების ასრულებას, რომელიც ლაზიკის მშნებლობა უკავშირდება შეწყვეტენ“.